გივი ლალიაშვილი
癒し

გივი ლალიაშვილი

რეაბილიტატორი

ჩემი მიზანი არის ჩემს პაციენტებს, მაქსიმალურად დავეხმარო რეაბილიტაციაში.

ჩამოტვირთე CV
ჩემ შესახებ

განათლება და გამოცდილება

2009

გავიარე თბილისი კუროლტოლოგიისა და ბალნეოლოგიური ინსტიტუტის სკოლა "ავანში" არსებული სამედიცინე მასაჟის 1წლიანი კურსი: მანუალური თერაპია, ბავშვთა მასაჟი და ტაილანდური მასაჟი.

2010

რეფლექსოთერაპიის ცენტრში გავიარე თერაპიული სწავლება რომელიც მოიცავს აღმოსავლურ-რეფლექსოთერაპიას და აკუპუნქტურას.

2012

მონაწილეობა მივიღე საქართველოში ჩინეთის სახრობს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში, რაც გულისხმობს პრაქტიკულ და თეორიულ ჯენზიუ თერაპიის სხვადასხვა მიმართულების სწავლებას. სწავლება მიმდინარეობდა ჩინეთში, ტაიუენის პროვინციაში.

2017

უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამით შევისწავლე შეფუების საწინააღმდეგო თერაპია და ლიმფის მანუალური დრენაჟი.

2018

შევისწავლე იაპონური მანუალური თერაპია "იუმეიჰო".

სამუშაო გამოცდილება

განათლების პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებსა და კლინიკებში:

  • სანატორიუმ "კოხხიდაში"
  • ირინა ბობინაურის ესთეტიკური მედიცინის კლინიკა
  • ასოციაცია "ანტიკა"
  • "სპენსერ კლინიკა"
  • პოლისტიკური ცენტრი "სარკე"
  • კლინიკა "მედისონი"

გარდა ამისა მაქვს პრაქტიკული გამოცდილება კერძო პაციენტებთან.

ამ წლების განმავლობაში დავაგროვე საკმაო ცოდნა და გამოცდილება.

施術

მომსახურეობა

იუმეიჰო თერაპია 01

იუმეიჰო თერაპია

იუმეიჰო - იაპონური მანუალური თერაპია, რომელიც აერთიანებს შიაცუსა და მანიპულაციურ ტექნიკებს. ის აღადგენს სხეულის ენერგეტიკულ ბალანსს და გამოიყენება ხერხემლისა და სახსრების პრობლემების, როგორიცაა თიაქარი და სქოლიოზი, ასევე სტრესისა და ქრონიკული დაღლილობის სამკურნალოდ.

კინეზითერაპია 02

კინეზითერაპია

მკურნალობა ფიზიკური ვარჯიშების გამოყენებით, რომელიც მოიცავს: წონასწორობისა და კოორდინაციის ვარჯიშებს. წინაღმდეგობით, აქტიურ, პასიურ და პასიურ-აქტიურ ვარჯიშებს. სპეციალურ ვარჯიშებს საგნებით და საგნებზე. კინეზითერაპია ასევე აერთიანებს სუნთქვით ვარჯიშებს, ტაიჩის, იოგასა და წყლის პროცედურებს.

მანუალური თერაპია 03

მანუალური თერაპია

მანუალური თერაპია არის სამკურნალო მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ხერხემლის, სახსრებისა და კუნთოვანი აპარატის პათოლოგიების კორექციას. მიუხედავად იმისა, რომ არ არის უნივერსალური, მისი მაღალი ეფექტურობის გამო, მან მნიშვნელოვნად შეამცირა ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოყენება ოსტეოქონდროზის მკურნალობისას.

ჯენ-ძიუ თერაპია 04

ჯენ-ძიუ თერაპია

რეფლექსოთერაპიის უძველესი მეთოდი (ჩინური მედიცინა). ორგანიზმზე ზემოქმედება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში ნერვული სისტემის დაავადებები, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნევროლოგიური სინდრომები. გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ნეიროქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის.

ვაკუუმ თერაპია 05

ვაკუუმ თერაპია

სამკურნალო მასაჟი, რომელიც გამოიყენება დაავადებებისა და ტრავმების პროფილაქტიკისთვის. დაფუძნებულია რეფლექტორულ მექანიზმზე, რომელიც ქილაში ვაკუუმით კანის რეცეპტორების გაღიზიანებით აქტიურდება. რეკომენდებულია ხერხემლის ოსტეოქონდროზის და გავა-წელის რადიკულიტის დროს. ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს კანის სუნთქვას, ზრდის სახსრებისა და ხერხემლის მოძრაობას და ხსნის კუნთების დაჭიმულობას.

აკუპრესურა 06

აკუპრესურა

აკუპრესურა ტრადიციული ჩინური მედიცინის უძველესი არანემსოვანი მეთოდია ("ნემსების გარეშე აკუპუნქტურა"). ის გულისხმობს იმავე ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზეწოლას, რათა განბლოკოს ენერგიის ნაკადი (Qi), მოიხსნას კუნთების დაძაბულობა და გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა. ზეწოლა ასტიმულირებს ენდორფინების (ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები) გამოყოფას.

აკუპუნქტურა 07

აკუპუნქტურა

აკუპუნქტურა ნემსით ჩხვლეტით მკურნალობაა, როდესაც მკურნალობის მიზნით ორგანიზზმზე ზემოქმედება ხდება ნემსით ე.წ. ბიოლოგიურ აქტიურ წერტილში. აკუპუნქტურა არის თერაპიის ერთერთი სახე აღმოსავლურ მედიცინაში. ეს მეთოდი არა მხოლოდ კურნავს დაავადებებს ასევე მისით შესაძლებელია დაავადების პრევენცია. მედიცინის ისტორიაში ცნობილ სამკურნალო საშუვალებებს შორის უძველესია, იგი თავისი არსებობის 5000 წელს ითვლის.

ჩვილის მასაჟი 08

ჩვილის მასაჟი

ჩვილის ყოველდღიური მასაჟი ხელს უწყობს მის სწორ განვითარებას და ტანდეგობის ჩამოყალიბებას. ბავშვის ორგანიზმის განვითარებას. რეგულარული მასაჟისა და ვარჯიშების წყალობით ჯანმრთელი ბავშვის სხეული მეტად სრუყოფილი ხდება, ხოლო განვითარებას ჩამორჩენილი ბავშვი მალე დაეწევა თანატოლებს.

სქოლიოზის თერაპია 09

სქოლიოზის თერაპია

სქოლიოზი არის ძვლის დეფორმაცია ანუ ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში. იგი არის გენეტიკური, ან/და შეძენილი. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის მენჯ–ბარძაყის სახსრის არასწორი განვითარება, კიდურების ძვლების არათანაბარობა 1 სმ-ზე მეტი, ზედმეტი დატვირთვა ან არასწორი ჯდომა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჯდომის პოზას. I ხარისხის დროს შეიძლება ვილაპარაკოთ ტანდეგობის დარღვევაზე. I და II მეორე ხარისხის დროს გამოხატულია ასიმეტრია ბეჭების დონეზე. მკურნალობის შედეგად შეიძლება ხარისხის შემცირება ერთით, ხოლო სოლისებრი სქოლიოზის ალაგება შესაძლებელია ტანდეგობის ხარჯზე.

რას ამბობენ პაციენტები

"

პროფესიონალი თერაპევტი, რომელმაც დამეხმარა ზურგის ტკივილის მოხსნაში. გირჩევთ ყველას!

ნინო მ. პაციენტი
"

იუმეიჰო თერაპიამ სრულიად შემიცვალა ცხოვრება. ქრონიკული ტკივილი გაქრა რამდენიმე სეანსის შემდეგ.

გიორგი კ. პაციენტი
"

საუკეთესო სპეციალისტი თბილისში. მადლობა გივის პროფესიონალიზმისთვის!

მარიამ ბ. პაციენტი
"

აკუპუნქტურის კურსის შემდეგ თავის ტკივილი საერთოდ აღარ მაწუხებს. ძალიან კმაყოფილი ვარ!

ანა დ. პაციენტი
"

ჩემი შვილი სქოლიოზის მკურნალობას გადის გივისთან. შედეგი თვალსაჩინოა, მადლობა!

თამარ ლ. პაციენტი
"

მანუალურმა თერაპიამ დამეხმარა კისრის ტკივილის მოხსნაში. რეკომენდაციას ვუწევ ყველას!

დავით შ. პაციენტი

გაქვთ კითხვები?

დამიკავშირდი და მიიღე უფასო კონსულტაცია

უფასო კონსულტაცია
WhatsApp დამიკავშირდი